პერსონალური მონაცემების და კომფიდენციალურობის პოლიტიკა
დოკუმენტი შედგენილია 09/3/2025
ვინ ვართ ჩვენ?
სპორტლაინს (შემდგომში, როგორც „ჩვენ,“ „ჩვენი“) არის საქართველოში მოქმედი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა რომელიც პროდუქციას ყიდის სოცილაური ქსელების (Facebook, Instagram და Tiktok) და ვებგვერდის (www.sportlines.ge) საშუალებით.
ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერი:25001049176
ჩვენი მისამართი: თბილისი, გლდანი, ერმალოზ კობერიძის 25
შესავალი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სპორტლაინის მომხმარებლების (შემდეგში, როგორც „თქვენ,“ „თქვენი“) პერსონალური მონაცემები იყოს დაცული მაღალი ხარისხით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნული დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ რა პრინციპების შესაბამისად, რა საფუძვლებითა და მიზნებით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ასევე რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
ჩვენთან პროდუქციის შეძენით თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
- ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
დოკუმენტი გამიზნულია:
- სპორტლაისის მომხმარებლებისთვის (მათ შორის, ვიზიტორი, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებელი);
- სპორლაინსის მომხმარებლების კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
- ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
- რა მონაცემებს ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას
ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს რადგან შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და მომსახურება რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს.
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
- პირადი ინფორმაცია – როდესაც თქვენ შეკვეთას აფორმებთ ან გვიკავშირებით აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ვინახავთ შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, და ტელეფონის ნომერი 2 (სურვილისამებრ), პორადი ნომერი, საცხოვრებელი ქალაქი, ზუსტი მისამართი, და ელ-ფოსტის მისამარი.
- გადახდის ინფორმაცია – მონაცემებს თქვენ შეკვეთებთან დაკავშირებით ასევე გადახდის მეთოდის და შეკვეთის ისტორია.
- არაპირდაპირი ინფორმაცია – ჩვენ ვაგროვებთ ტექნიკურ მონაცემებს როგორიც არის IP მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერის ტიპი, ვებგვერდზე თქვენი აქტივობების დეტალები, რომელიც ხდება ქუქი ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით
- ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას ჩვენ ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს თქვენს შესახებ. მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.
მზა ჩანაწერების მეშვეობით ვადგენთ ოპერაციული სისტემის ვერსიას, მოწყობილობის მოდელს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაციას, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განახორციელეთ წვდომა და რა ენაზე გაეცანით ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს.
- ჩვენი დისტანციური არხებით სარგებლობა;
- თქვენს შესახებ ინფორმაციას ვიღებთ აგრეთვე საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.
- საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები (ტიპი, ნომრის ნაწილი, ვადა და სხვ.), რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის.
- ჩანაწერები
- აუდიო ჩანაწერები;
- კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები
- ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;
- სპორლაინსის მიერ შექმნილი მონაცემები
- ჩვენს მიერ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები მომხმარებლის ქცევის, პრეფერენციების შესახებ და ა.შ.);
- სხვა ნებაყოფლობითი ინფორმაცია
- სხვა არასავალდებულო/ნაბაყოფლობითი ინფორმაცია, რომელსაც გადმოგცემთ სხვადასხვა მომსახურების ფარგლებში.
- თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი და საფუძვლები –
თქვენი მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნით და საფუძვლით:
- თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- თქვენთან ხელშეკრულების დასადებად ან არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად მონაცემთა დაცვის აუცილებლობა;
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად / განცხადების განსახილველად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
- სპორტლაინსის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
3.1 მონაცემთა დამუშავების საგანი:
- შკვეთის დამუშავება – თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები საჭიროა თქვენი შეკვეთების შესასრულებლად, ზუსტად და ვადების დაცვით რომ განხორციელდეს გაფორმებული შეკვეთის თქვენს მისამართზე მოწოდება და ა.შ.
- მომხმარებელთა მხარდაჭერა – ჩვენი მომხმარებლების მხარდასაჭერად ჩვენ გვჭირდება მონაცემები შძნილი ნივთის (ბივთების) შცვლის ან სხვა პობლემის აღმოფხვრისათვის.
- მარკეტინგული აქტივობები – ჩვენ შესაძლებელია გამოგიგზავნოთ სარეკლამო ინფორმაცია: ფასდაკლებების, ახალი კოლექციის, ან სხა ნებისმიერი განახლებების და აქტივობების დროს. თქვენ გაქვთ უფლება და შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს აღნიშნული კომუნიკაციის მიღების შეწყვეტის თაობაზე.
- როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა უსაფრთხოების ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად
- მონაცემთა კონტროლი: თქვენი პირადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია მხოლოდ ავტორიზებული პერსონალით, რომელსაც ნასწავლი აქვს თქვენი მონაცემების უსაფრთხო მართვა.
- დამატებითი მონიტორინგი: ჩვენ რეგულარულად ვახორციელებთ უსაფრთხოების შემოწმებას, რათა აღმოვაჩინოთ მოწყვლადი წერტილები და გავაუმჯობესოთ ჩვენი მონაცემთა დაცვის ზომები.
- როგორ და რა დროს ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ არ ვყიდით, არ ვაქირავებთ და არ ვუზიარებთ თქვენს პირად მონაცემებს მესამე მხარეებს
კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- ბიზნეს გადაცემა: თუ მოხდება ბიზნესის გაერთიანება, შეძენა ან აქტივების გაყიდვა, თქვენი პირადი მონაცემები შეიძლება გადაეცეს ახალ მფლობელს, თუმცა ჩვენ შეგატყობინებთ და უზრუნველვყოფთ თქვენი მონაცემების დაცვას.
- იურიდიული მოთხოვნები: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები, თუ ჩვენ ამას მოგვთხოვენ კანონით, მაგალითად სასამართლო ბრძანების, ხელისუფლების მოთხოვნის ან ჩვენი უფლებების დასაცავად.
- სერვისის მიმწოდებლები: ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი მონაცემები მესამე მხარის სერვისის მიმწოდებელს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კომპანიის ფუნქციონირებაში: გადახდების დამუშავებაში, პროდუქციის მიწოდებაში ან მარკეტინგული სერვისების აღმოჩენაში. ეს პარტნიორები ვალდებულნი არიან დაიცვან თქვენი მონაცემები.
- თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
- გარიგების მონაწილე მხარეებს;
- სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
- თქვენი მონაცემების უფლებები
თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებით:
- მონაცემებზე წვდომა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ წვდომა იმ პირად მონაცემებზე, რომლებიც შენახულია ჩვენთან.
- დაზუსტება: შეგიძლიათ განაახლოთ ან დააზუსტოთ ნებისმიერი არასრულყოფილი ინფორმაცია.
- წაშლა: შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი მონაცემების წაშლა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება იურიდიულ ან კონტრაქტულ ვალდებულებებს.
- მარკეტინგის უგულებელყოფა: შეგიძლიათ უარი თქვათ მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე, როდესაც გამოიწერთ მეილის, ან სხვა სახის კომუნიკაციას
- თქვენი უფლებების შეზღუდვა
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას;
- ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- თქვენი ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
უფლებების შეზღუდვის ზომას სპორტლაინსი იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
- მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებს ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ვინახავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად.
ჩვენი თანამშრომლები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების პოლიტიკებს და პროცედურებს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.
- მონაცემთა შენახვის ვადა
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
– მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 3 (სამი) წლის განმავლობაში;
ან ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.
- თქვენი ვალდებულებები
მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: Sportline447@gmail.com თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 დღის ვადაში.
- ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განახლდეს პერიოდულად. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე, და განახლებული პოლიტიკა შევა ძალაში გამოქვეყნების თარიღიდან. გთხოვთ, პერიოდულად მოინახულოთ ეს გვერდი, რათა იყოთ ინფორმირებული ჩვენი მონაცემების დაცვის პოლიტიკის შესახებ.