უკან დაბრუნების პოლიტიკა
კომპანიის მიერ განთავსებული ნივთების დაბრუნების წესი განისაზღვრება, წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.
ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად უნდა გადმოაგზავნოს შეტყობინება ელ-ფოსტაზე: Sportline447@gmail.com შემდეგი ფორმის სახით.
დაბრუნების ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას
თუ ჩაბარების მომენტში მიღებულ ნივთებს აღნიშნება დაზიანება ან არ არის შეძენილი პროდუქციის იდენტური დაუყოვნებლივ დაუკავშირდით sportlines.ge-ს ადმინისტრაციას შემდეგ ნომერზე ტელ: 568-427-427
დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით თქვენ გაქვთ უფლება უკან დააბრუნოთ ან შეცვალოთ მიღებული ნივთი 14 კალენდარული დღის განმავლობაში ქვემოთ მითითებული წესების დაცვით
დაბრუნების წესი
1.1 ნივთის დაბრუნება ან შეცვლის უფლება თქვენ გენიჭებათ ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში
1.2 დაბრუნების ფორმის გადმოგზავნის შემდეგ თქვენ გეძლევათ 7 კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).
1.3 თუ თქვენ 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების მოთხოვნას ელ-ფოსტაზე არ მოახდენთ, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას
1.4 ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა დაბრუნების მოთხოვნის ელ-ფოსტაზე გამოგზავნა ზევით აღწერილი ფორმის მიხედვით.
2.1 პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი
2.2 პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში
2.3 პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს
2.4 . ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.)
2.5 ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).
3.1. კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის გადმოგზავნიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.
3.2. დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე).
3.3. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.
3.4. კომპანია დაბრუნებული ნივთის შემოწმებისა და მისი მდგომარეობის შეფასების (შემოწმება შესაძლოა მოხდეს კომპანიის/მოვაჭრის ან სერვის ცენტრის მიერ) შემდეგ მოახდენს თქვენთან დაკავშირებას დასაბრუნებელი ნივთის ღირებულების თაობაზე.
4. განვადებით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი
4.1. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
4.2. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება შესაძლოა შეუძლებელი იყოს თუ მომხმარებელი განვადებით შეიძენს დაბრუნებად და დაუბრუნებად ნივთებს ერთად.
5. აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი
5.1. აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება.